logo
ENG



"საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს" - საგარეო

24 აგვ 202311:47
3 წუთის საკითხავი
 
"საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს" - საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით Twitter-ზე პოსტს აქვეყნებს და "უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს".

"გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!", - აღნიშნულია საგარეოს განცხადებაში.

დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


close დახურვა